ამერიკელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ რძე ტვინის უკეთ ფუნქციონირებას ხელს უწყობს. სამეცნიერო შრომა წლების მანძილზე მიმდინარეობს. ცდა 600 ადამიანზე ჩატარდა, დიეტოლოგები 23-დან 98 წლის ასაკის ადამიანებს დააკვირდნენ. ისინი, რომლებიც დღეში ერთ ჭიქა რძეს მაინც იღებდნენ, განურჩევლად ასაკისა, მახსოვრობის და ლოგიკური აზროვნების ტესტები გაცილებით უკეთ ჩააბარეს, ვიდრე იმათ, ვინც რძეს იშვიათად ან საერთოდ არ სვამდნენ.
↧