იგი ძალიან კომფორტული დასაცველია, რადგან შიმშილის გრძნობა საერთოდ არ გაწუხებთ. ალბათ, შეხსენება არ გჭირდებათ, რომ ხაჭო ერთ-ერთი საუკეთესო დიეტური პროდუქტია. 100 გრამი 70-იდან (უცხიმო) 250 (სოფლის) კკლ-მდე შეიცავს. ხაჭოს დიეტის დროს შეამცირებთ კალორიების მიღებას და ხელს შეუწყობთ ზედმეტი კილოგრამების წვას. ამასთანავე, იგი მდიდარია ცილებით, ვიტამინებით, მინერალებით (განსაკუთრებით, კალიუმითა და კალციუმით) და ამინომჟავებით.
saintereso dietebi rchevebi wonashi kleba საინტერესო დიეტები რჩევები წონაში კლება